Thumbnail
  • ფინიქსი 107:112 კლიპერსი
  • პოლ ჯორჯმა 24-დან 15 სროლა ჩააგდო, მათ შორის 10-იდან 7 სამიანი
  • გადამწყვეტი ლოს ანჯელეს კლიპერსის სამქულიანები აღმოჩნდა

დასავლეთში ის ორი გუნდი ხვდებოდა, რომლებსაც კონფერენციის მოგების პრეტენზია აქვთ. კლიპერსი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ამბიციური ფინიქსი კი კრის პოლის დამატების შემდეგ ძალიან გაძლიერდა. ბაბლში ფინიქსმა 8-დან 8 თამაში მოიგო და ეს სეზონიც ძალიან კარგად დაიწყო.

კლიპერსმა პირველი ნახევარი 20 ქულით მოიგო. მეორე ნახევარში ფინიქსმა თამაში დაძაბა, მეტოქეს თითქმის დაეწია, თუმცა საბოლოო გამარჯვებას ეს მაინც არ ეყო. გადამწყვეტი კლიპერსის სამქულიანები აღმოჩნდა. პერიმეტრიდან კალიფორნიელებმა 29 სროლა შეასრულეს და 17 ჩააგდეს, რაც ფენომენალური 58,6%-ია. ფინიქსმა 33 სამქულიანიდან მხოლოდ 10 ჩააგდო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პოლ ჯორჯი იყო. ჯორჯმა 24-იდან 15 სროლა ჩააგდო (მათ შორის 10-იდან 7 სამიანი) და 39 ქულა დააგროვა. მას +17 ქულა ჰქონდა და გადამწყვეტი გაქცევა კლიპერსს სწორედ სათადარიგო ხუთეულის და ჯორჯის ტანდემში გამოუვიდა. კავაი ლეონარდმა და კლიპერსის დანარჩენმა ძირითადმა შემადგენლობამ თამაში ჩააგდეს. ლეონარდმა 21-დან მხოლოდ 4 სროლა გამოიყენა, 15 ქულას დასჯერდა და -11 ჰქონდა.

ფინიქსიდან საუკეთესოები დევინ ბუკერი და დეანდრე აიტონი იყვნენ - შესაბამისად, 25 და 24 ქულით. ბუკერს საერთოდაც +15 ჰქონდა წაგებულ შეხვედრაში. მას კლიპერსი ვერაფერს უხერხებდა.

📺 ფინიქსი V კლიპერსი

კომენტარები

ბოლო ამბები