Thumbnail
  • მემფისი 94:108 ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსს ორმაგი დუბლი ჰქონდა
  • ლეიკერსმა დაძაბვის გარეშე მოიგო

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მორიგი იოლი გამარჯვება ჩაიწერა. კალიფორნიელებმა ძალების დაძაბვის გარეშე ამჯერად აუტსაიდერი მემფისი დაამარცხეს. თითქოს თანაბარი სამი მეოთხედის შემდეგ, ლეიკერსმა ბოლო მეოთხედში მოუმატა და მეოთხედი 12 ქულით მოიგო, საბოლოოდ კი 14 ქულით გაიმარჯვა.

ლებრონ ჯეიმსს ორმაგი დუბლთან ერთად (22 ქულა და 13 მოხსნა) 8 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. მან მხოლოდ 32 წუთი ითამაშა და ეს მონაკვეთი ლეიკერსმა +19-ით დაასრულა. ამდენივე წუთში 17 ქულა ჩაგდო ენტონი დევისმა. პროდუქტიული იყო ახალწვეული მონტრეზ ჰარელიც, რომელსაც 21 წუთში 16 ქულა დაუგროვდა.

მეტოქეს გუნდის ლიდერი ჯა მორანტიც აკლდა და ჩაყრა უჭირდა. ლეიკერსმაც პირველ რიგში დაცვის წყალობით მოიგო და მემფისს მხოლოდ 94 ქულა ჩააგდებინა. გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში მემფისმა 20 ქულაც კი ვერ ჩააგდო. საერთო ჯამში, ლებრონმა და ლეიკერსმა ენერგიის დაზოგვის რეჟიმში კიდევ ერთი თამაში მოიგეს.

📺 მემფისი V ლეიკერსი

კომენტარები

ბოლო ამბები