Thumbnail

კრიშტიანო რონალდომ 2021 წელი დუბლით დაიწყო და პელეს გადაასწრო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსი 4:1 უდინეზე
  • კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა

იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ პროფესიონალურ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს გაასწრო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. სერია A-ს მე-15 ტურში იუვემ უდინეზე 4:1 დაამარცხა, პორტუგალიელმა კი დუბლი შეასრულა.

ამგვარად, ოფიციალურ მატჩებში რონალდოს 758 გოლი აქვს გატანილი და პელეს - 757. კრიშტიანო არაოფიციალური ცნობებით (სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ), მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება - რომარიოსა (772) და იოზეფ ბიცანს (800).

გარდა ამისა, რონალდომ უდინეზესთან დუბლის შემდეგ კიდევ ორი რეკორდი დაამყარა: ის ზედიზედ მე-15 სეზონია ახერხებს საკლუბო და სანაკრებო დონეზე მინიმუმ 20 გოლის გატანას და ამავდროულად, ზედიზედ მე-20 წელია პროფესიონალურ კარიერაში გოლის გატანა მოახერხა (2002 წლიდან 2021 წლამდე).

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა უდინეზესთან გამარჯვებით 27 ქულა დააგოვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-5 ადგილზეა, ხოლო კრიშტიანო რონალდო 14 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები