Thumbnail

'ვინმემ ახსნას აქამდე როგორ მივედით' - სერხიო რამოსის ძმა რეალზე გაბრაზებულია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • მადრიდული გრანდის ვარსკვლავის ძმა პასუხს ითხოვს

მადრიდის რეალის კაპიტნის სერხიო რამოსის ძმამ და აგენტმა რენე რამოსმა სოციალურ ქსელში პოსტი გააზიარა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რენე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მის ძმას 1 იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან შეუძლია წინასწარი კონტრაქტის გაფორმება.

რამოსს მადრიდულ გრანდთან ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებმა მისი განახლების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამგვარად, რამოსი უკვე უფლებამოსილია, რომ თუ სასურველ წინადადებას მიიღებს, სხვა კლუბს შეუთანხმდეს.

"ვინმეს მოუწევს იმის ახსნა, თუ როგორ და რატომ მივაღწიეთ ამ წერტილს. წარმოიდგინეთ, გუნდის კაპიტანი და მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლეგენდა აბსურდულ სიაშია იმ ფეხბურთელების გვერდით, რომლებსაც დღეიდან თავისუფლად შეუძლიათ კონტრაქტის გაფორმება ნებისმიერ სხვასთან", - დაწერა რენემ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი რეალში 2005 წლიდან თამაშობს და პრაქტიკულად ყველა ტიტული მოიგო. მან "სამეფო კლუბის" ღირსება 666 მატჩში დაიცვა და 100 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები