Thumbnail
  • საქართველოს რაგბის კავშირში 2020 წლის საუკეთესოები გამოავლინეს
  • ქართველმა ქომაგმა ბექა გორგაძე წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა

საქართველოს რაგბის კავშირში 2020 წელი შეაჯამეს და საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს. წლის ბოლოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ხუთი გამორჩეული მორაგბე შეარჩია, რომელთაგან საუკეთესოდ გულშემატკივარმა ბექა გორგაძე დაასახელა.

24 წლის მესამეხაზელი ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 31 კეპი და 8 ლელოა. წელს ის ცხრავე მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, რომ არა ირლანდიასთან მიღებული ტრავმა, რის გამოც ფიჯის წინააღმდეგ ვეღარ ითამაშა.

2020 წლის საუკეთესოთა სია

🏉 წლის საუკეთესო მორაგბე - ბექა გორგაძე

🏉 წლის საუკეთესო ლელო - გიორგი კვესელაძე V ირლანდია

🏉 წლის საუკეთესო მელელოვე - აკა ტაბუცაძე 6 ლელო

🏉 წლის მექულე - თედო აბჟანდაძე 56 ქულა

🏉 წლის მსაჯი - ნიკა ამაშუკელი

კომენტარები

ბოლო ამბები