Thumbnail

ტრანსფერები | ალაბა რეალში გადადის - ინფორმაციას მარკა ადასტურებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შესაძლოა, დავიდ ალაბამ კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელოს
  • ავსტრიელის კონტრაქტის სავარაუდო დეტალებს 'მარკა' აქვეყნებს

ესპანური გამოცემა 'მარკას' ინფორმაციით, დავიდ ალაბა კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. მისი შეძენა ძალიან ბევრ გუნდს სურდა, თუმცა ალაბას ფინანსური მოთხოვნების შესრულება რთული ამბავი იყო, რადგანაც ის დიდ ხელფასს ითხოვდა, რისი დაკმაყოფილებაც, როგორც ჩანს, მადრიდის რეალმა მოახერხა.

ესპანური მედია წერს, რომ ალაბა მადრიდის რეალთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. შესაძლოა, ალაბას ტრანსფერს სერხიო რამოსის კონტრაქტზეც ჰქონდეს გავლენა და მადრიდელთა კაპიტანი კლუბში აღარ დარჩეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

დავიდ ალაბას მიუნხენის ბაიერნში 10 წელი აქვს გატარებული. ავსტრიელმა გერმანიის ბუნდესლიგა 9-ჯერ მოიგო, გერმანიის თასს 6-ჯერ დაეუფლა, ხოლო გერმანიის სუპერთასს 3-ჯერ. ალაბამ ბაიერნთან ერთად 2 ჩემპიონთა ლიგა და უეფას 2 სუპერთასიც მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები