Thumbnail

ამჯერად, საქართველოს გარეშე - ATP Cup-ის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უკვე ტრადიციულ ტურნირში 24-ის ნაცვლად 12 ნაკრები ითამაშებს
  • ქართველმა ჩოგბურთელებმა სადებიუტო შეჯიბრზე 1 გამარჯვება იზეიმეს

ცნობილი გახდა იმ ნაკრებების ჩამონათვალი, რომლებიც გაისად დაგეგმილ ATP Cup-ში ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი შარშან დაარსდა და პირველ შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმაც მიიღო, ამჯერად კი, მატჩები ჩვნებურთა გარეშე ჩაივლის.

მომავალ წელს ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში 24 ნაკრების ნაცვლად მხოლოდ 12 ჩაებმება. შეჯიბრი 2021 წლის 1-5 თებერვალს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ჩატარდება და შესაბამისად, მასპინძლებს “უაილდ ქარდიც” ერგოთ, სხვა მონაწილეები კი სერბეთი, ესპანეთი, ავსტრია, რუსეთი, საბერძნეთი, გერმანია, არგენტინა, იტალია, იაპონია, საფრანგეთი და კანადა იქნებიან. აღნიშნული ქვეყნები ოთხ სამგუნდიან ჯგუფში განადაწილდებიან, ჯგუფების გამარჯვებულები კი ნახევარფინალში გავლენ.

ATP Cup-ის პირველი გათამაშება სერბეთმა მოიგო

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ის მონაწილეები ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით ირჩევიან. წლევანდელ ტურნირზე საქართველოს ნაკრების თამაში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამსახურება იყო, რომლის წყალობითაც ჩვენი გუნდი ავსტრალიაში მე-13 განთესვით ჩავიდა. ბასილაშვილის თანაგუნდელები ალექსნდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, გიორგი ცივაძე და ზურაბ ტყემალაძე იყვნენ. ამ გუნდმა, რომლის კაპიტანიც დავით კვერნაძე იყო, ჯგუფში ესპანეთთანა (0:3) და იაპონიასთან (1:2) წააგო, ურუგვაის კი 2:1 სძლია და მე-3 ადგილი დაიკავა.

პირველი ATP Cup-ის გამარჯვებული სერბეთის ნაკრები (ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშაინ ლაიოვიჩი, ვიკტორ ტროიცკი, ნიკოლა მილოევიჩი) გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთს 2:1 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები