Thumbnail

ბრაზილიის პრეზიდენტმა ფეხბურთი ითამაშა და ყველა დასცინის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ბრაზილიელი ფეხბურთს ასე არ უნდა თამაშობდეს - თან პრეზიდენტია...

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ფიქრობს სოციალური ქსელების ბრაზილიელ მომხმარებელთა უმრავლესობა, რომლებმაც თავიანთი პრეზიდენტის თამაში ნახეს.

პრეზიდენტს თანაგუნდელები გოლს ულოცავენ

ჟაირ ბოლსონარუმ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლიც კი გაიტანა, მაგრამ ვაი ასეთ გოლს… მართალია, ეს საქველმოქმედო ამხანაგური შეხვედრა იყო, რომელშიც შშმ პირებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც: ჯერ ერთი, მცველები აღარ გაეკიდნენ, გოლის მერე კი მეკარეც ტაშს უკრავდა. მოკლედ, ბოლსონარუს ბურთი ცარიელ კარში უნდა შეეგორებინა. ჰო, ეს შეძლო კიდეც, მაგრამ როგორ… მართლა საკმაოდ სასაცილოდ დაეცა, თუმცა ჯობია, თვითონ ნახოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები