- ისკო მადრიდის რეალში უკმაყოფილოა
- ზამთარში ზიდანი არ უშვებს და ზაფხულში წავა
'მარკას' ინფორმაციით, მადრიდის რეალის შემტევი ისკო გუნდს ზაფხულში დატოვებს. მას კლუბიდან წასვლა ზამთარშივე სურდა, თუმცა ამის უფლება ზინედინ ზიდანმა არ მისცა, რომლის ნდობაც ესპანელმა ბოლო პერიოდში დაკარგა. ისკო მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა.
არადა, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მადრიდის რეალთან ერთად ბევრი ტიტული მოიგო. დიდი ალბათობით, მისი კარიერა ისევ ესპანეთში გაგრძელდება. ისკოს სევილიაში გადასვლა და ხულიენ ლოპეტეგის გუნდში თამაშის სურს. ლოპეტეგი და ისკო ერთად წლების წინაც მუშაობდნენ, როცა ნახევარმცველი მალაგას ღირსებას იცავდა.
ესპანელს გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ისკომ მადრიდის რეალში 16 ტიტული მოიგო: ლა ლიგა (2), კოპა დელ რეი (1), ესპანეთის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა (4), ევროპის სუპერთასი (3), ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4).
კომენტარები