Thumbnail

ოფიციალურად: დიეგო კოშტამ მადრიდის ატლეტიკო დატოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დიეგო კოშტამ ატლეტიკო დატოვა ალბათ, ინგლისში დაბრუნდება
  • მადრიდულ გუნდს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

მადრიდის ატლეტიკომ დიეგო კოშტას კონტრაქტი გაუწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს და 32 წლის ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

კოშტას "როხიბლანკოში" ლუის სუარესის მისვლის შემდეგ სათამაშო დრო შეეზღუდა, რის გამოც მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 7-ჯერ გავიდა (2 გოლი). გავრცელებული ინფორმაციით, კოშტა ინგლისში დაბრუნდება და ლონდონის არსენალს შეუერთდება, ხოლო ესპანური მედია მის შემცვლელად არკადიუშ მილიკს ასახელებს, რომელიც ნაპოლიში ირიცხება, მაგრამ ჯენარო გატუზო მას არ ათამაშებს.

დიეგო კოშტამ მადრიდის ატლეტიკოში სხვადასხვა წლებში 215 მატჩი ჩაატარა, 83 გოლი გაიტანა და 36 საგოლე პასი მიითვალა. ესპანურ კლუბში მან ლა ლიგა, სამეფო თასი, ევროპალიგა და ორჯერ ევროპის სუპერთასი მოიგო. კოშტას ატლეტიკოს გარდა ჩელსიში, ვალიადოლიდში, ალბასეტეში, სელტაში, რაიო ვალეკანოში, პენაფიელსა და ბრაგაში უთამაშია, ესპანეთის ნაკრებში კი 24 თამაშში 10 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები