Thumbnail

‘ვერ ვხვდები, ეს რატომ გააკეთა’ - როთენი ზიდანის სკანდალურ საქციელს იხსენებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ზიდანის საქციელზე ისაუბრა
  • ჟერომ როთენისთვის გაუგებარია, რატომ მოიქცა ზიზუ ასე

ეს ამბავი მარკო მატერაცის და მის მომხრეებს მოეწონებათ...

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟერომ როთენი ზინედინ ზიდანთან დაკავშირებულ სკანდალურ ეპიზოდს იხსენებს და ლეგენდარულ ‘ათიანს’ უკიდურესად არასპორტულ საქციელში ადანაშაულებს.

როგორც როთენმა RMC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, ზიზუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მას დიდი შეურაცხყოფა მიაყენა.

კოლინა, როთენი, ზიდანი და სისე [2004]

ეს ამბავი 2004 წლის აპრილში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მატჩში მოხდა, რომელშიც ერთმანეთს როთენის მონაკო და ზიდანის რეალი ხვდებოდნენ. შეხვედრაში, რომელიც მონაკომ 3:1 მოიგო, როთენის თქმით, ზიდანმა მას ამ სიტყვებით მიმართა: “ადექი, შე ბოზის შვილო!”

“ეს ჩემი კარიერის შავი მომენტია. ჩვენ ერთმანეთს საფრანგეთის ნაკრებიდან ვიცნობდით. ვერ მივხვდი, რატომ გააკეთა ეს და არ მჯეროდა, რომ ეს ზიდანი იყო. მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მართალია, მოედანს მიღმა ერთმანეთთან განსაკუთრებული მეგობრობა არ გვქონდა, მაგრამ მაინც გაოცებული დავრჩი,” - იხსენებს ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა 2013 წელს დაასრულა.

“ზიდანი გაბრაზდა იმის გამო, რომ ბურთი დაკარგა, მისი დიდი რეალი კი პატარა მონაკოსთან დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ვერასდროს გავიგებ, რატომ მითხრა ასეთი რამ, რატომ მომაყენა შეურაცხყოფა.” - დასძენს როთენი ხსენებულ ინტერვიუში.

ზიდანისა და მატერაცის ყველასათვის კარგად ნაცნობი ამბავი კი მერე იყო, 2006 წლის მუნდიალის ფინალში, სადაც ზიზუ მოედნიდან გააძევეს. იტალიელი მცველი ამბობს, რომ ზიდანს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ასევე გინებით უპასუხა, რის შემდეგაც მან თავი ჩაარტყა. თუმცა ეს ისტორია ყველამ იცის...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები