Thumbnail
  • ლუკა ავალიანი უოლტონ რეიდერსის ერთ-ერთი ლიდერია
  • მისი დამატება The University of the South-ს სურს

2019 წლის U16 ევრობასკეტზე (B დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად ითამაშა, ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და ელიტის საგზურისთვის ბრძოლა ვერ შეძლო. მაგრამ ამ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო უკანახაზელი ლუკა ავალიანი, რომელიც საშუალოდ 14.9 ქულას, 3.9 მოხსნას, 1.9 პასს და 2.8 ჩაჭრას აკეთებდა ნაკრებში. 

ლუკა ავალიანი ნაკრებში

ლუკა ახლა 17 წლისაა და აშშ-ის High school-ის (უმაღლესი სკოლა), უოლტონ რეიდერსის (ჯორჯიის შტატი) გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის 2021 წელს ასრულებს ამ სასწავლებელს. მისმა გუნდმა სეზონი ნოემბერში დაიწყო. წლის ბოლო მატჩში უოლტონმა ვუდსტოკი 68:57 დაამარცხა და წელი 9-1 ბალანსით დაასრულა. ამ შეხვედრაში ავალიანმა 16 ქულა ჩააგდო. ყველაზე მეტი ქულა ავალიანმა 2 დეკემბერს სპრეიბერისთან 76:61 მოგებულ თამაშში ჩააგდო - 24. 5 იანვარს ავალიანის გუნდი კენესოუს შეხვდება. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 17 წლის კალათბურთელს კოლეჯთა ლიგის (NCAA) კლუბები აკვირდებიან. ის უკანახაზელისთვის საკმაოდ მაღალია ამ ასაკში (193 სმ) და ფარქვეშ შესვლებით გამოირჩევა. ცნობილია, რომ მას იწვევს NCAA-ს გუნდი სევანი ტაიგერსი (The University of the South). ლუკა ავალიანი ატლანტაშია დაბადებული, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.  

southernhoopsreport.com ავალიანზე: "6’3 სიმაღლის მოთამაშე, რომელიც რეგიონის პირველ გუნდში მოხვდა, მეტოქის კალათს იოლად უტევს. მას ფარქვეშ შეტევის დროს რამდენიმე ვარიანტი აქვს, გამოირჩევა კარგი პასით და მოთმინებით, რაც მას ასე პროდუქტიულს ხდის. მისი სიმაღლის გამო, დაცვაშიც ძალას წარმოადგენს".  

📺 ლუკა ავალიანის ჰაილაითები

შეგახსენებთ, რომ NCAA პირველი დივიზიონის კლუბებში რამდენიმე ქართველი კალათბურთელი თამაშობს, თუმცა მხოლოდ რატი ანდრონიკაშვილია უკანახაზელი. კრეიტონის ახალწვეული სამწუხაროდ, მძიმე ტრავმის გამო, სეზონს ტოვებს.  

კომენტარები

ბოლო ამბები