Thumbnail
  • 'რასაც ის აკეთებს, ნამდვილად ფენომენალურია'
  • მანჩესტერის ლეგენდა პორტუგალიელით აღფრთოვანებულია

მანჩესტერის ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეშის თამაშს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო ერთი წელია, ინგლისური კლუბის ლიდერად იქცა. 26 წლის ნახევარმცველი პრემიერლიგასა და ოლე გუნარ სულშერის გუნდს კარგად მოერგო და იუნაიტედის კარგი თამაში დიდწილად მასზეა დამოკიდებული.

"ბრუნო ჩემზე უკეთესია, ჩემგან განსხვავებული. მეტ გოლს იტანს და მეტ პასს აკეთებს, ვიდრე - მე. სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად, ალბათ, მის უკან თამაში კარგი იქნებოდა. რასაც ის აკეთებს, ნამდვილად ფენომენალურია. ვფიქრობ, თუ გადავხედავთ მანჩესტერ იუნაიტედის შედეგებს მას შემდეგ, რაც ბრუნო ინგლისში გადმოვიდა, სხვაობას დავინახავთ", - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერმა 2020 წლის იანვარში ლისაბონის სპორტინგიდან დაიმატა. პორტუგალიელმა ლეგიონერმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა. ცოტა ხნის წინ მან პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 ბურთი შეაგდო და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები