Thumbnail
  • ჩემპიონები კიდევ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ
  • ტურნირის 2 სასტარტო დღე ძირითადად სენსაციების გარეშე წარიმართა

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის შედეგებითაც დაკომპლექტებული ნაკრები გაზაფხულზე ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.

შეჯიბრის მე-2 დღეს ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი ნიკა კენჭაძე (79 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ავიდნენ. სრულად, პრიზიორთა ვინაობა ასე გამოიყურება:

გენო პეტრიაშვილმა ფინალში ზვიად მეტრეველი დაამარცხა

თავისუფალი ჭიდაობა

79 კგ.
1. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
2. ევსები შველიძე (ხარაგაული)
3. გოგა მამიაური (თბილისი)
3. ტარზან მაისურაძე (თბილისი)

86 კგ.
1. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
2. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
3. საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული)

92 კგ.
1. ირაკლი მწითური (თბილისი)
2. მირიან მაისურაძე (ონი)
3. მერაბ სულეიმანიშვილი (გორი)
3. იუზა ცერცვაძე (თბილისი

97 კგ.
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
3. მამუკა კორძაია (აჭარა)
3. გურამ ენდელაძე (ქუთაისი)

125 კგ.
1. გენო პეტრიაშვილი (გორი)
2. ზვიად მეტრეველი (ონი)
3. სოლომონ მანაშვილი (თბილისი)
3. როლანდ ანდრიაძე (ხონი)

29 და 30 დეკემბერს ხალიჩა ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. პირველ დღეს ჩემპიონები 55, 60, 63, 67 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, მეორე დღეს კი - 77, 82, 87, 97 და 130 კგ-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები