Thumbnail
  • კიკერის ‘წლის პერსონა’ ჰანსი ფლიკი გახდა
  • ამის მიზეზი მხოლოდ ტიტულები არ არის

ფიფამ ჰანსი ფლიკი 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად არ დაასახელა, რამაც თვით გამარჯვებული იურგენ კლოპიც კი გააკვირვა. სამაგიეროდ, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, რომლის ხელშიც რეკორდმაისტერმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო, გერმანიაში დააფასეს. ყველაზე გავლენიანმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ ‘კიკერმა’ ფლიკი 2020 წლის პერსონად დაასახელა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

კიკერი “წლის კაცს” 1990 წლიდან ასახელებს, თუმცა წელს წოდების სახელი შეიცვალა და ოფიციალურად “წლის პერსონად” გადაკეთდა. შარშან ეს ჯილდო ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ჰანსი ფლიკი რიგით მე-8 ბაიერნელია, რომელმაც ‘კიკერისგან’ ასეთი აღიარება დაიმსახურა. მანამდე ამ ჯილდოს ერიხ რიბეკი (1992), თომას ჰელმერი (1996), ლოთარ მათეუსი (1999), ოლივერ კანი (2001), მიხაელ ბალაკი (2002), ფრანკ რიბერი (2008, 2013) და ბასტიან შვაინშტაიგერი (2010) ფლობდნენ.

ფლიკის დასახელება აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან გარდა იმისა, რომ მისმა ბაიერნმა ჰეთთრიკი შეასრულა, მას სამწვრთნელო შტაბში და მთლიანად ბავარიულ კლუბში ყველა აქებს და ყველას ძალიან უყვარს. 

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2020

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰანსი ფლიკი ძალიან კარგი ადამიანია. იგი გუნდურობის საუკეთესო მაგალითია - ყველას რჩევას ისმენს და თუ საჭიროა, ითვალისწინებს,” - აცხადებს მისი ასისტენტი ჰერმან გერლანდი.

“ჰანსი თითქმის არასდროს ხმარობს სიტყვას ‘მე’. შეუძლია, გაცილებით ავტორიტარული იყოს და გადაწყვეტილებები ისე მიიღოს, როგორც უნდა, მაგრამ ასე არასდროს იქცევა. თავის მოსაზრებას ყოველთვის სამაგალითოდ გამოთქვამს და არასდროს უშვებს, რომ ვინმეს რამე ეწყინოს. ფლიკი სამაგალითოა!” - ეს მისი კიდევ ერთი ასისტენტის, მიროსლავ კლოზეს სიტყვებია.

კიკერის ‘წლის პერსონა’ - ყველა გამარჯვებული 1990 წლიდან

1990 - ფრანც ბეკენბაუერი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
1991 - კარლ-ჰაინც ფელდკამპი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1992 - ერიხ რიბეკი (ბაიერნის მწვრთნელი)
1993 - ვინფრიდ შეფერი (კარლსრუეს მწვრთნელი)
1994 - ფოლკერ ფინკე (ფრაიბურგის მწვრთნელი)
1995 - ბერტი ფოგთსი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
1996 - თომას ჰელმერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
1997 - ოტო რეჰაგელი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1998 - ოტო რეჰაგელი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1999 - ლოთარ მათეუსი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2000 - რუდი ფიოლერი (მწვრთნელი - ლევერკუზენი, გერმანია)
2001 - ოლივერ კანი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2002 - მიხაელ ბალაკი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2003 - ფელიქს მაგათი (შტუტგარტის მწვრთნელი)
2004 - თომას შააფი (ვერდერის მწვრთნელი)
2005 - თომას დოლი (ჰამბურგის მწვრთნელი)
2006 - ფრანც ბეკენბაუერი (მუნდიალის მთავარი ორგანიზატორი)
2007 - ივან კლასნიჩი (ვერდერის ფეხბურთელი)
2008 - ფრანკ რიბერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2009 - ფელიქს მაგათი (ვოლფსბურგის მწვრთნელი)
2010 - ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2011 - იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
2012 - იურგენ კლოპი (დორტმუნდის ბორუსიას მწვრთნელი)
2013 - ფრანკ რიბერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2014 - იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
2015 - დირკ შუსტერი (დარმშტადტის მწვრთნელი)
2016 - ტონი კროოსი (რეალ მადრიდის ფეხბურთელი)
2017 - კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მწვრთნელი)
2018 - ფრედი ბობიჩი (აინტრახტის სპორტული დირექტორი)
2019 - იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი)
2020 - ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი)

კომენტარები

ბოლო ამბები