- ლოს ანჯელეს ლეიკერსი 127:91 მინესოტა ტიმბერვულვზი
- ენტონი დევისის არყოფნამ ლეიკერსს ვერაფერი დააკლო
- საოცარი მატჩი ლოს ანჯელესში - დალასმა რეკორდი დაამყარა
- საბონისმა ინდიანას მოაგებინა - გოგა ბითაძე კვლავ არ ჩანს
- ფავორიტის პირველი მარცხი - დურანტმა და ირვინგმა შარლოტში წააგეს
ჩემპიონი ფორმაში შედის და შეუჩერებელი ხდება!
სეზონის კლიპერსთან მარცხით დაწყების შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა უკვე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ძალიან დამაჯერებლად. მართალია, ლებრონ ჯეიმსის გუნდს ტრავმის ენტონი დევისი აკლდა, მაგრამ მოქმედი ჩემპიონისთვის ეს მინესოტასთან პრობლემა საერთოდ არ ყოფილა!
საბოლოოდ, ლეიკერსმა ტიმბერვულვზი ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა - 127:91. აღსანიშნავია, რომ მინესოტას კარლ-ენტონი თაუნსის სახით მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდა. ლეიკერსიდან ყველაზე მეტი ქულა დევისის შემცვლელმა კაილ კუზმამ დააგროვა - თავისი 20 ქულიდან მან 14 პირველ მეოთხედში ჩააგდო, რომელიც ლოსანჯელესელებმა 40:23 მოიგეს. თამაშის ბედი საერთოდ პირველსავე ტაიმში გადაწყდა - 67:45.
თუმცა იყო შოკის მომენტიც, როცა ტაიმის მიწურულს ლებრონს ფეხი გადაუბრუნდა და ცოტა ხანი ვეღარ დგებოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი ყოფილა - ჯეიმსმა მეორე ტაიმშიც 10 წუთი ითამაშა. თუმცა ლებრონმა თავი აღარ გამოიდო და საბოლოო ჯამში, 26 წუთში 18 ქულას, 9 მოხსნას და 5 პასს დასჯერდა. ახალწვეულმა დენის შრიოდერმა 11 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მარკ გასოლმა კი (12 ქულა, 3/3 სამქულიანი, 8 მოხსნა, 4 ბლოკი) ლეიკერსში თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

მინესოტადან საუკეთესო ენტონი ედვარდსი გახლდათ, თუმცა თავისი 15 ქულისთვის მას 21 სროლა დასჭირდა და 9 სამქულიანიდან 8 ვერ ჩააგდო. დ’ანჯელო რასელს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არაფერი გამოუვიდა (4 ქულა, 7 დაკარგვა), თუმცა ეს რეალურად მთელ მინესოტას ეხება. სროლების მხოლოდ 37-პროცენტიანი და სამიანების 17-პროცენტიანი (6/35) მაჩვენებლით.
თამაშის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.
კომენტარები