Thumbnail

ლოს ანჯელეს კლიპერსისა და დალას მავერიქსის მატჩში, რომელიც სტუმრებმა ძალიან იოლად – 124:73 მოიგეს, რეკორდული შედეგი დაფიქსირდა.

დალასელებმა პირველი ტაიმი 50 ქულის სხვაობით – 77:27 მოიგეს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც NBA-ში შეტევაში დროის კონტროლი შემოიღეს, ეს კი, ჯერ კიდევ 1954-55 წლების სეზონში მოხდა.

უწინდელი რეკორდი 1991 წლით თარიღდებოდა, როდესაც გოლდენ სტეიტმა საკრამენტოსთან მატჩის პირველი ტაიმი 47 ქულით მოიგო.

გასულ თამაშში საუკეთესო მავერიქსის სლოვენიელი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 24 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი.

📺 კლიპერსი V დალასი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები