- IJF-მ 2020 წელი შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა
- 5-დან ორ ნომინაციაში საქართველოს ნაკრების წევრებმა იმარჯვეს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2020 წელი შეაჯამა და გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო ძიუდოისტები 5 ნომინაციაში გამოავლინა. ორში ქართველები იყვნენ წარდგენილნი და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვეს.
2020 წლის საუკეთესო კაცი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) გახდა. მან გამოკითხვაში ლუკაშ კრპალეკს (ჩეხეთი), ჟორჟე ფონსეკას (პორტუგალია), საგი მუკისა (ისრაელი) და შოჰეი ონოს (იაპონია) აჯობა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ჩხვიმიანმა 2019 წელს ოქროს მედალი მოიპოვა როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატზე.
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის შედეგად, ნომინაციაში "ამომავალი ვარსკვლავი" - გამარჯვებული გახდა. მან ანდრეა სტოიადინოვს (სერბეთი), პატრისია სამპაიოს (პორტუგალია), შირინე ბუკის (საფრანგეთი) და მანუელ ლომბარდოს (იტალია) აჯობა.
ტატო გრიგალაშვილი 2020 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, როგორც დიდებში, ისე 23-წლამდელთა შორის და გარდა ამისა, დიუსელდორფის გრანდ სლემი მოიგო.
კომენტარები