Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 93:81 მორაბანკ ანდორა
  • ქართველი ცენტრი მოედანზე საუკეთესო იყო

ესპანეთის ACB ლიგის მე-16 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ მორაბანკ ანდორას უმასპინძლა და 93:81 იმარჯვა. კანარელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ბოლო პერიოდის წინ, რომელიც ანდორელებმა 8 ქულით მოიგეს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

გიორგი შერმადინს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში ჰქონდა და მატჩის MVP გახდა. გიორგიმ 25:46 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა - 17 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი (78%) და 3-დან 3 საჯარიმო (100%) ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

ტენერიფეს რიგებში შერმადინის გარდა მარსელო უერტასი იყო გამორჩეული და ერთადერთი პასი დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 19 ქულა, 9 პასი. მან 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ორქულიანებში საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენა: 11-დან 2.

იბეროსტარ ტენერიფე 13 მოგებით და 2 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, სტუმრად ესტუდიანტესთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები