Thumbnail

ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი მწვრთნელი, ჯიმ მაკლინი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ჯიმ მაკლინი, ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ეპოქალური მწვრთნელი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაკლინის სახელი 70-იან და 80-იან წლებში დანდი იუნაიტედის უპრეცედენტო წარმატებას უკავშირდება, როდესაც პატარა შოტლანდიური კლუბით - მაკლინმა, ალექს ფერგიუსონის აბერდინთან ერთად 'ოლდ ფირმის' (სელტიკი, რეინჯერსი) 15 წლინი ჰეგემონია დაამხო.

თუმცა მაკლინის წარმატება, მხოლოდ შიდა ასპარეზზე მოგებული ჩემპიონობით და თასით არ შემოიფარგლა. დანდი იუნაიტედი 1983-84 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ფინალის მასპინძელი ქალაქის კლუბთან - რომასთან ორი მატჩის ჯამში 3:2 დამარცხდა.

ჯიმ მაკლინი ალექს ფერგიუსონთან ერთად

პირველი მატჩი მაკლინის დანდიმ 2:0 მოიგო, ხოლო მეორე შეხვედრა რომში 3:0 დათმო. თუმცა, 2 წლის შემდეგ, 1986 წელს რომას პრეზიდენტი - დინო ვიოლა უეფამ ფეხბურთიდან მოკვეთა, იმის გამო, რომ დანდისთან თამაშის მსაჯი, ფრანგი მიშელ ვოტრო 50,000 დოლარად მოისყიდა.

მაგრამ ჯიმ მაკლინის დანდი იუნაიტედის ევროპული საღამოები ამით არ დასრულებულა, მაკლინმა 1986-87 წლების უეფას თასის მეოთხდფინალიდან ბარსელონა გამოაგდო, რომელსაც შინ და გასვლაზე ორივე მატჩი მოუგო. შემდეგ მიონხენგლადბახის ბორუსიაც დაამარცხა და 2 მატჩიანი ფინალი შვედურ გიოტებორგთან დათმო.

ჯიმ მაკლინი ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი მწვრთნელი გახლდათ, ვინც გუნდის თამაში პრესინგზე და კონტრ-შეტევებზე ააწყო. მაკლინი დანდი იუნაიტედს 1971-93 წლებში წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები