Thumbnail
  • ოთარ კაკაბაძის თამაშით ესპანეთში კმაყოფილი არ არიან
  • ესპანური და შვეიცარიული მედია კაკაბაძის თამაშზე

ესპანური მედიის ცნობით, ლა ლიგა 2-ის ტენერიფე ოთარ კაკაბაძის თამაშით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს. 

"ოთარ კაკაბაძე ტენერიფეს ახალი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. მას ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია, მაგრამ როცა თამაშობდა, ძალიან შორს იყო იმ ფორმისგან, რასაც მისგან ელიან", - წერს eldorsal.com

ტენერიფეს მწვრთნელი ლუის მიგელ რამისი ნაკლებად ენდობა კაკაბაძეს, რომელმაც 18 შესაძლებელიდან მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. დიდი ალბათობით, კლუბი მის შემცვლელს მოძებნის - წერს საიტი. ტენერიფეს სურს ლუის პერესის იჯარით აყვანა, რომელიც ვალიადოლიდში თამაშობს. 

კაკაბაძის თამაში შვეიცარიულმა zentralplus.ch-მაც გაიხსენა: "ორი სეზონი გაატარა შვეიცარიაში, მაგრამ ვერ შეძლო შემადგენლობაში დამკვიდრება. ის ხანდახან სუსტად გამოიყურებოდა პოზიციურ და პასებით თამაშში. ფაბიო ჩელესტინი მას არ ენდობოდა, რამაც გამოიწვია მისი გუნდიდან წასვლა".

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების თითქმის შეუცვლელი წევრია მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 25 წლის ფეხბურთელს ნაკრებში 36 თამაში აქვს ჩატარებული. მას დინამო თბილისში, ხიმნასტიკში, ესბიერგში, ლუცერნში და ტენერიფეში უთამაშია. "ტრანსფერმარკტი" მას 600 ათას ევროდ აფასებს. 2018-2020 წლებში მისი ფასი 1 მილიონი ევრო იყო.  

კომენტარები

ბოლო ამბები