Thumbnail

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ კახი კახიაშვილი აირჩიეს

  • ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობა ჩატარდა
  • ფედერაციას ოთხი წლის განმავლობაში კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს
  • საქართველოს ძალოსნობაში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს. მას დუშეთში გამართულ საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 44 დელაგატმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადა.
 
კახი კახიაშვილმა დამსწრე დელეგატებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო, რომელთა შორისაც არის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლა, ასევე ძირითად მიზნებშია ძალოსნობის პირველი ბაზის შექმნა. საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძალოსნობის დანერგვა, რადგან ეს  არის უმეტესი სპექტრის ძირითადი საბაზო, ფუნდამეტრი სახეობა. აღსანიშნავია, რომ პროექტი არც დიდ ფართს და არც დიდ სახსრებს ითხოვს. 

კახი კახიაშვილის მიზნებში ასევე არის საერთაშორისო ფედერაციაში ქართველი კვალიფიცირებული ფედერაციის წევრების ინტეგრირება. მიზანია 2021 წელს საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც. 

კახიაშვილს ნდობა დელეგატებმა ერთხმად გამოუცხადეს
📷 | GEOWF

ყრილობაზე ასევე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ვიცე-პრეზიდენტები თამაზ ბაქანიძე, ნოდარ სირბილაშვილი, დავით ყიფშიძე და პაატა ხიზანაშვილი. პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს კი საპატიო ვიცე-პრეზიდენტის წოდება მიენიჭა. 

ყრილობაზე გადაწყდა შეიქმნას სადიციპლინო კომიტეტი, რომელსაც  თამაზ ლაშხი უხელმძღვანელებს, კომისიაში კი იქნებიან კახა მისირელი, ალეკო ნოზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი და პაატა ხიზანაშვილი.

სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა, რომელიც ამ შემდგომით დატოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები