Thumbnail

საჩუქარი ყველას, ვისაც გაუტანა - მეკარეები მესისგან ლუდს მიიღებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიონელ მესიმ ვალიადოლიდთან გატანილი გოლით პელეს რეკორდი დაამხო
  • ყველა მეკარეს, რომელსაც მესიმ გაუტანა, ბუდვაიზერმა სპეციალური საჩუქრები დაუმზადა

ლიონელ მესიმ ვალიადოლიდის წინააღმდეგ 644-ე გოლი გაიტანა, რითიც ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით ბრაზილიელ პელეს გადაასწრო და მორიგი რეკორდი დაამყარა. არგენტინელის დებიუტი ბარსელონაში 2004 წელს შედგა, რის შემდეგაც მან "ბლაუგრანას" მაისურით 749 მატჩში 644 გოლი გაიტანა.

მესის გოლი ვალიადოლიდთან 📺

ლუდის კომპანია ბუდვაიზერმა გადაწყვიტა, რომ საახალწლოდ ყველა ის მეკარე დააჯილდოვოს, რომლებსაც ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისურით გაუტანა. ბუდვაიზერისგან ლუდს 160 მეკარე მიიღებს. ბოთლის ეტიკეტზე ლიონელ მესი 10-ნომრიანი მაისურითაა გამოსახული. გარდა ამისა, თითოეული მეკარის ბოთლზე ეწერება, თუ მესიმ კარიერის მერამდენე გოლი გაუტანა.

ყველაზე მეტი ლუდი ბრაზილიელ დიეგო ალვეშს შეხვდება, რომელსაც მესიმ 21-ჯერ გაუტანა. დიეგო 21 გოლი მესისგან ორ გუნდში თამაშისას გაუშვა - ის იმ პერიოდში ალმერიასა და ვალენსიას ღირსებას იცავდა.

გუნდების ათეული, რომლებსაც მესიმ ყველაზე მეტჯერ გაუტანა: სევილია - 37 გოლი, ატლეტიკო - 32 გოლი, ვალენსია - 29 გოლი, მადრიდის რეალი - 26 გოლი, ესპანიოლი - 25 გოლი, ბეტისი - 25 გოლი, ოსასუნა - 25 გოლი, ბილბაო - 24 გოლი, ლევანტე - 23 გოლი, დეპორტივო - 20 გოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები