Thumbnail

Transfermarkt-მა ავსტრიის ბუნდესლიგაში  და თურქეთის სუპერ ლიგში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა. ცვლილებები იქ მოთამაშე ქართველ ლეგიონერებსაც შეეხო.

24 წლის ოთარ კიტეიშვილი შტურმში შესანიშნავად ათამაშდა - 8 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია. მაგრამ მას ბევრიც გაუცდა, კორონავირუსისა და კუნთის ტრავმის გამო. ამიტომაც, კიტეიშვილის საბაზრო ფასი არ გაზრდილა - ის კვლავ 2 მილიონი ევრო ღირს, რაც ავსტრიის ბუნდესლიგაში 33-ე შედეგია, შტურმში კი - მეორე. საქართველოს ნაკრებში ეს ფასი მე-8-ეა. 

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში შესანიშნავად ათამაშდა

სამაგიეროდ, გაიზარდა ვოლფსბერგერის ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის საბაზრო ფასი - ოქტომბერში ის €400 000 ღირდა, ახლა კი მისი ფასი 1 მილიონია. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში დინამო თბილისის შემადგენლობაში მისი ფასი €300 000 იყო, მას მერე კი სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა. ავსტრიის ბუნდესლიგაში ეს 56-ე შედეგია, ვოლფსბერგერში - მე-4, საქართველოს ნაკრებში - მე-15, თუმცა 22 წლის ლოჩოშვილს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არც უთამაშია. ლუკამ შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით ადვილად დაიმკვიდრა ადგილი ავსტრიის ბუნდესლიგაში. მან ჩემპიონატში 9 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა, ევროპალიგაზე 6 შეხვედრა ითამაშა, ავსტრიის თასზე - 2, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე - 1. 

ვოლფსბერგერში თამაშობს 24 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე, რომლის ფასი არ შეცვლილა - €400 000. ტრავმების გამო, მან სულ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

ლევან შენგელიას ფასი 400 ათასი ევროთი გაიზარდა

ქონიასპორის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია 400 ათასით გაძვირდა, ახლა 25 წლის ფეხბურთელი 1.8 მილიონი ევრო ღირს, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ფასის მიხედვით ქართველი ლეგიონერი კლუბში მესამეა. 

კიდევ უფრო მოიმატა საბა ლობჟანიძის ფასი - მილიონი ევროდან ის უკვე 1.7 მილიონი ღირს, ესეც კარიერის მიღწევაა. ანკარაგიუჯუს შემტევმა ნახევარმცველმა 12 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ეს ფასი მე-4 შედეგია კლუბში.

საბა ლობჟანიძე 1.7 მილიონი ევრო ღირს

კარაგიუმრუკში მოთამაშე ვატო არველაძის ფასი არ შეცვლილა - €300 000. 

TOP 20 ქართველი ფეხბურთელი.  Transfermarkt

1. ხვიჩა კვარაცხელია - €7 500 000
2. გიორგი ჩაკვეტაძე - €6 000 000
3. საბა კვერკველია - €5 000 000
4. დავით ხოჭოლავა - €3 000 000
5. ჯიმი ტაბიძე - €2 500 000

6. ვაკო გვილია - €2 500 000
7. ზურაბ დავითაშვილი - €2 500 000
8. ოთარ კიტეიშვილი - €2 000 000
9. გია გრიგალავა - €1 800 000
10. გიორგი ქვილითაია - €1 800 000

11. ლევან შენგელია - €1 800 000
12. საბა ლობჟანიძე - €1 700 000
13. ვაკო ყაზაიშვილი - €1 500 000
14. გიორგი მაკარიძე - €1 200 000
15. თორნიკე ოქრიაშვილი - €1 000 000

16. ლუკა ლოჩოშვილი - €1 000 000
17. ნიკა ნინუა - - €1 000 000
18. ნიკა კვეკვესკირი - €800 000
19. ლაშა დვალი - €800 000
20. ნიკა კაჭარავა - €800 000

შენიშვნა: ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ ნაკრებში მიწვევაზე მიდის საუბარი: გიორგი წიტაიშვილი და კონსტანტინე მარადიშვილი - 1.5-1.5 მილიონი ევრო, ჟორჟ მიქაუტაძე - 1.2 მილიონი ევრო, აკაკი გოგია - 800 000 ათასი ევრო

კომენტარები

ბოლო ამბები