Thumbnail

ნახეთ, ვინ ბრუნდება! დომენეკი, რომელიც 10 წელი არავის აინტერესებდა

  • რაიმონ დომენეკს მწვრთნელად 10 წელია, არ უმუშავია
  • საფრანგეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ნანტში ინიშნება

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი, რომლის არსებობაც ალბათ ყველას დაავიწყდა, 10-წლიანი პაუზის შემდეგ დიდ საფეხბურთო სცენაზე ბრუნდება!

68 წლის სპეციალისტი სეზონის ბოლომდე ნანტს ჩაიბარებს. ამის შესახებ ცნობა საინფორმაციო სააგენტო AFP-მ გაავრცელა. კლუბში აცხადებენ, რომ დომენეკთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ AFP-ის ინფორმაციით, მისი დანიშვნა გადაწყვეტილია.

90-იანებში ცნობილი ფრანგი მეკარე ბერნარ ლამა და დომენეკი პსჟ-ს მატჩზე

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ რაიმონ დომენეკი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ, მუნდიალზე განცდილი ფიასკოს გამო დაითხოვა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გუნდში მაშინ დიდი სკანდალი იყო და ფრანგებმა მუნდიალის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს. ნანტმა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა, მთავარი მწვრთნელი კრისტიან გურკუფი ორი კვირის წინ გაათავისუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები