Thumbnail

'თოფურიასგან ყველა ბევრს ელის' - UFC-ის წლის TOP 10 ახალბედა ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

UFC-ის ოფიციალურმა საიტმა 2020 წლის 10 საუკეთესო ახალბედა დაასახელა. ელიტურ სიაში ერთი ქართველი მებრძოლია - ილია თოფურია

თოფურია TOP 10-ში მერვე ნომრადაა. "ექვსი თვის წინათ, ილია თოფურია UFC-ის განაცხადშიც კი არ იყო. მან "მაროკოელი ეშმაკის" იუსეფ ზალალის გამოწვევა მიიღო და დაამარცხა იგი. ორ თვეში თოფურიამ საოცრად იბრძოლა და ვეტერანი დეიმონ ჯექსონი 3 წუთში დაამარცხა. ახლა ყველა ელის, რას შემოგვთავაზებს ახალს 23 წლის ქართველი", - წერს UFC-ის ოფიციალური საიტი. 

სიას სათავეში, რა თქმა უნდა, ხამზატ ჩიმაევი უდგას, რომელიც უკვე UFC-ს შემდგარი ვარსკვლავია. სიაში არის ზალალიც, რომელთანაც ქართველმა მებრძოლმა გამარჯვება მოიპოვა

📺 თოფურია v ზალალი

📺 თოფურია v ჯექსონი

UFC-ის 2020 წლის TOP 10 ახალბედა

1. ხამზატ ჩიმაევი

2. ჟოაკინ ბაკლი

3. ბრენდონ როივალი

4. ქაოს უილიამსი

5. ირჟი პროხაზკა

6. ჯამაჰალ ჰილი

7. იუსეფ ზალალი

8. ილია თოფურია

9. ტომ ასპინალი

10. კრის დაუკაუსი

ილია თოფურია ესპანეთისა და საქართველოს დროშებით

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია გერმანიაშია (ჰალე) დაბადებული, მას ესპანეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. UFC-ში მას ორიდან ორი გამარჯვება აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები