Thumbnail

PREVIEW | მილანი ლიდერების გარეშეც იგებს, ლაციო კარგ ხასიათზეა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 23 დეკემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ მილანი V ლაციო
  • მილანს დიდი შანსი აქვს ზამთრის პაუზას ლიდერის რანგში შეხვდეს
  • ლაციო არასტაბილურია, მაგრამ ჩირო იმობილე ფორმაშია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა მილანსა და ლაციოს შორის, "სან სიროზე" შედგება. "როსონერის" იდეალური შანსი აქვს, საშობაო პაუზას ლიდერის რანგში შეხვდეს. ამისთვის სტეფანო პიოლის გუნდს ლაციოსთან გამარჯვება სჭირდება, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მილანს საოცარი სეზონი აქვს, სერია A-ში მარტიდან მოყოლებული არ დამარცხებულა და ამ პერიოდში ყველა ტურნირზე ერთადერთხელ წააგო - ევროპალიგაზე (ლილთან 0:3), ლაციოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება. 'როსონერის' ლაზარეთი სავსეა - განსაკუთრებით მძიმე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ისმაელ ბენასერისა და სიმონ კიაერის არყოფნაა. ტრავმა აქვს კიაერის შემცვლელ მატეო გაბიასაც. დისკვალფიკაციის გამო ვერ ითამშებს ფრანკ კესი, რომელიც საყრდენ ზონაში შავ-წითლების მთავარი ფიგურაა. მცირე ტრავმები აქვთ სანდრო ტონალისა და ანტე რებიჩს და მათი თამაშის საკითხი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ლაციოს შანსი გაიზარდა. თუმცა ფავორიტი მილანია, რადგან პრობლემები ლაციოსაც აქვს, თანაც სიმონე ინძაგის გუნდი ფორმაში არ არის.

მილანისთვის 2020 წელი საოცრად კარგი გამოდგა

სხვათა შორის, ინძაგის პოსტი შერყეული იყო, მაგრამ წინა ტურში ნაპოლისთან დამაჯერებელმა გამარჯვებამ ეს საკითხი ცოტათი უკანა პლანზე გადასწია. სიმონემ სწორედ ნეაპოლიტანელებთან გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ მილანთან მატჩის მერე კლაუდიო ლოტიტოსთან ისაუბრებს და ყველაფერზე ჩამოყალიბდებიან. ლაციოს სერია A-ში უჭირს და ჯერჯერობით შორს არის იმ მიზნისგან (ოთხეულისგან), რაც სეზონის წინ დაისახეს. თუმცაღა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა მოახერხა, თან ისე, რომ ჯგუფში თამაში არ წაუგია.

წაუგებელ სერიას თუ ვახსენებთ, პირველ რიგში მაინც მილანი უნდა გაგვახსენდეს, რომელიც ტოპ ჩემპიონატებში იუვენტუსთან ერთად არის გუნდი, რომელიც არ დამარცხებულა. სხვათა შორის, მილანელებმა გასულ ტურში სასუოლოსთან ისტორია დაწერეს. რაფაელ ლეაომ გოლი მე-7 წამზე გაიტანა და ეს სერია A-ში ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაციომ მილანთან სერია A-ში 66 თამაში წააგო (29 მოგება, 59 ფრე) და მხოლოდ იუვენტუსთან წააგო (82) უფრო მეტი მატჩი ტურნირის ისტორიაში. მეორეს მხრივ, ლაციოს სერია A-ში მილანთან ყველაზე მეტი ფრე აქვს (59).

⚽ მილანმა ლაციოს წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატში ბოლო 16 მატჩში გოლი გაიტანა. მხოლოდ კალიარისთან აქვს უკეთესი გოლების სერია "როსონერის" (21 თამაში).

⚽ მილანს ლაციოსთან ბოლო 30 საშინაო მატჩიდან 29 არ წაუგია (18 მოგება, 11 ფრე). თუმცა, შინ წააგო ბოლო თამაში 2019 წლის ნოემბერში. "არწივებს" "როსონერისთან" სტუმრად ზედიზედ 2 მატჩი არასდროს მოუგიათ.

⚽ მილანს 9 მოგება და 4 ფრე აქვს. 1929 წლიდან არცერთი გუნდი, რომელსაც 13 ტურში წაგება არ ჰქონდა, სეზონის ბოლოს ოთხეულს მიღმა არ დარჩენილა.

⚽ ლაციომ სერია A-ს ბოლო ოთხ გასვლით მატჩში 10 ქულა დააგროვა (3 მოგება, 1 ფრე). ნოემბრის დასაწყისიდან მხოლოდ მილანს აქვს სტუმრად საშუალო ქულების რაოდენობა (2.6 თამაშში და ლაციოს 2.5).

ლაციომ ნაპოლისთან დამაჯერებელად იმარჯვა

⚽ მილანმა სერია A-ს ბოლო 15 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა და შეიძლება მხოლოდ მეორე გუნდი გახდეს ტოპ ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც მიჯრით 16 შეხვედრაში ერთ კალენდარულ წელიწადში სულ მცირე 2 გოლს გაიტანს (18 თამაში ბარსელონას, 1948 წელს).

⚽ მილანმა მიმდინარე სეზონში სტანდარტული მდგომარეობებიდან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (10), მაგრამ გაშვებული გოლების 57%-იც (14-დან 8) სტანდარტებზე მოდის.

⚽ მილანის თავდამსხმელი რაფაელ ლეაო ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო სამ სეზონში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

⚽ 2017/18 წლების სეზონიდან მილანმა სერია A-ში ფრანკ კესის გარეშე 8 თამაში ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 2-ჯერ ფრე ითამაშა და 4 წააგო. კოტ დივუარელი ლაციოსთან დისკვალიფიცირებულია.

⚽ ოქტომბრიდან ჩირო იმობილემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მხოლოდ ლევანდოვსკის (19), ჰაალანდს (14), სალაჰსა და რონალდოს (13 ორივეს) აქვთ უკეთესი შედეგი.

⚽ მილანისა და ლაციოს ბოლო ხუთ მატჩში ერთხელ ფრე დაფიქსირდა, ორ-ორჯერ კი გამარჯვება "როსონერის" და "ბიანკოჩელესტეს" დარჩათ.

⚽ მილანის ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლაციოს ბოლო ხუთ შეხვედრაშიც ანალოგიური სტატისტიკაა: 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი და 4-ჯერ ორივემ გაიტანა.

⚽ ამ ხუთ თამაშში ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ერთხელ ორივემ გაიტანა.

⚽ მილანი და ლაციო აქამდე სერია A-ში 154-ჯერ შეხვედრიან. 66 მატჩი მილანელებმა მოიგეს, 29 რომაელებმა და 59-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-2-3-1): დონარუმა - კალაბრია, კალულუ, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - კრუნიჩი, ტონალი - საელემაკერსი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი - ლეაო
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი, გაბია, კიაერი, ბენასერი, კესი

ლაციო (3-5-2): რეინა - ლიუის ფელიპე, ჰოედტი, რადუ - ლაძარი, მილინკოვიჩი-სავიჩი, ესკალანტე, ლუის ალბერტო, მარუშიჩი - იმობილე, კაისედო
ტრავმა: ლულიჩი, ფარესი, ლუკას ლეივა, პაროლო, აჩერბი

კომენტარები

ბოლო ამბები