Thumbnail
  • ისკო ლონდონის არსენალის სამიზნეა
  • ესპანელი რეალის დატოვებასთან ახლოსაა

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო ზინედინ ზიდანის გეგმებში დიდი ხანია, არ შედის და ესპანელმა შესაძლოა, იანვრის სატრანფერო პერიოდში გუნდი დატოვოს.

ბრიტანული გამოცემა 'სანი' წერს, რომ ისკო ლონდონის არსენალის მთავარი სამიზნეა და ტრანსფერის ინიციატორი ინგლისური გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაა. ესპანელ სპეციალისტს სურს, რომ ალექსანდრ ლაკაზეტსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს ზურგი 28 წლის ესპანელმა შემტევმა გაუმაგროს. ჯერჯერობით ფინანსური დეტალები ცნობილი არ არის.

ისკომ რეალის ძირითად შემადგენლობაში ადგილი კარგა ხნის წინ დაკარგა და მიმდინარე სეზონში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა - ზიდანი მას ხშირად შეცვლებზეც არ ათამაშებს.

ესპანელი ფეხბურთელი "სამეფო გუნდს" 2013 წელს მალაგადან შეუერთდა. მას შემდეგ თეთრი მაისურით მან 317 თამაში ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. რაც შეეხება არსენალს - არტეტას გუნდს პრემიერლიგაში საშინელი სეზონი აქვს და გასავარდნ ზონასთან ახლოს არის - მე-15 ადგილზე.

კომენტარები

ბოლო ამბები