Thumbnail

'ახალი გამოწვევების დროა' - შოთა არველაძე ფახთაქორს დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე'
  • ქართველმა მწვრთნელმა ტაშკენტურ კლუბში 3 წელიწადში 5 ტიტული მოიგო

შოთა არველაძემ ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია ორშაბათს პოპსპორტთან არჩილ არველაძემაც დაადასტურა, ცოტა ხნის წინ კი შოთამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და უზბეკურ გუნდს 3-წლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შოთა არველაძე: "სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!"

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ფახთაქორში 2017 წლიდან მუშაობდა და 5 ტიტული მოიპოვა. 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი, ხოლო 2020 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი. მის სამწვრთნელო შტაბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობდნენ.

47 წლის ქართველ სპეციალისტს აქამდე სამწვრთნელო კარიერაში თურქეთში, ქაისერისპორი, ქასიმპაშა და ტრაბზონსპორი, ასევე თელ ავივის მაქაბი გაუწვრთნია.

კომენტარები

ბოლო ამბები