Thumbnail

'დანარჩენებისგან განსხვავებულად გვექცევიან' - პერესი უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'მხოლოდ განმეორებებს არ ეხება, არამედ იმასაც, როგორ ხდება ჩვენი მატჩების კომენტარი'
  • რეალის პრეზიდენტის აზრით, მისი გუნდის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებენ

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ ესპანეთში მისი გუნდის მიმართ სხვებთან შედარებით განსხვავებული დამოკიდებულებაა და  "სამეფო კლუბს" უარყოფით იმიჯს გამიზნულად უქმნიან. პერესს პრეტენზიები სატელევიზიო რეპორტაჟების ჩვენებასთან და მატჩების კომენტირებასთან დაკავშირებით აქვს.

"ისე ხდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტების განმეორებებს ტელევიზორში არ აჩვენებენ. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, რადგან რეჟისორები სხვა გუნდებისგან განსხვავებულად გვექცევიან. ყველას შეუძლია დაინახოს, რომ დიდი განსხვავებაა. ეს არა მხოლოდ განმეორებით ჩვენებებს ეხება, არამედ იმასაც, თუ როგორ ხდება ჩვენი მატჩების კომენტარი. ისინი მხარს მადრიდის რეალს არასდროს უჭერენ. მე არასდროს შევსულვარ ამ თემაზე დისკუსიაში, მაგრამ ქვეყანაში რეალს სხვა გუნდებისგან განსხვავებულად ექცევიან", - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 29 ქულით ლიდერობას თანაქალაქელ ატლეტიკოსთან ერთად იყოფს, მაგრამ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები