- კლასიფიკაციაში ცვლილებები აფრიკის ჩემპიონატის შედეგებმა შეიტანა
- დოჰას მასტერსი 2021 წლის 11-13 იანვარს ჩატარდება
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) აფრიკის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძიუდოისტები 2021 წლის პირველ მნიშვნელოვან ტურნირზე წარსდგებიან.
შეგახსენებთ, რომ 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მასტერსი ჩატარდება, სადაც თითოულ წონით კატეგორიაში 36 საუკეთესო ძიუდოისტი იასპარეზებს. განახლებული კლასიფიკაციის თანახმად, პრესტიჟულ შეჯიბრზე გამოსვლის უფლება 14 ვაჟ და 2 ქალ ქართველ ძიუდოისტს ექნება.
ვაჟები
60 კგ.
1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) – 6 350 ქულა, 2. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) – 5 321, 3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) – 5 270, 4. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი) – 5 027, ...9. ლუხუმ ჩხვიმიანი – 3 592, ...17. ამირან პაპინაშვილი – 2 475, ...34. თემურ ნოზაძე – 1 432.
66 კგ.
1. მანუელ ლომბარდო (იტალია) – 5 398, 2. იოშირო მარუაიამა (იაპონია) – 4 950, 3. ჰიფუმი აბე (იაპონია) – 4 530, 4. ხერლან განბოლდი (მონღოლეთი) – 4 215, 5. ვაჟა მარგველაშვილი (4 207), ...29. ნაგრატ ნინიაშვილი (1 791).
73 კგ.
1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) – 6 575, 2. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) – 6 379, 3. არტურ მარგელიდონი (კანადა), 4. შოჰეი ონო (იაპონია) – 4 000, 5. ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი) – 3 972, ...16. ლაშა შავდათუაშვილი – 2 945.
81 კგ.
1. მატიას კასე (ბელგია) – 6 684, 2. საგი მუკი (ისრაელი) – 5 904, 3. ვედატ ალბაირაკი (თურქეთი) – 5 196, 4. ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა) – 4 434, 5. დომინიკ რესელი (გერმანია) – 4 365, ...8. ტატო გრიგალაშვილი – 3 821, ...12. ლუკა მაისურაძე – 3 350.
90 კგ.
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) – 8 111, 2. უვან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა) – 5 185, 3. ნოელ ვან ტ ენდი (ნიდერლანდები) – 5 091, 4. ნემანია მაიდოვი (სერბეთი) – 5 073, 5. მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი) – 4 309, ...10. ბექა ღვინიაშვილი – 3 831, ...12. ლაშა ბექაური – 3 442.
100 კგ.
1. პეტერ პალჩიკი (ისრაელი) – 5 407, 2. გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა) – 5 220, 3. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია) – 5 122, 4. ვარლამ ლიპარტელიანი – 5 048, 5. მიხაელ კორელი (ნიდერლანდები) – 4 866.
+100 კგ.
1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) – 6 423, 2. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) – 5 530, 3. ინალ ტასოევი (რუსეთი) – 5 499, 4. გურამ თუშიშვილი – 5 475, 5. როი მეიერი (ნიდერლანდები) – 4 575, ...14. გელა ზაალიშვილი – 2 971, ...21. ლევან მატიაშვილი – 2 378.
ქალები
52 კგ.
1. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი) – 7 155, 2. უტა აბე (იაპონია) – 6 250, 3. აი შიშიმე (იაპონია) – 5 700, 4. ოდეტ ჯიუფრიდა (იტალია) – 5 670, 5. ნატალია კუზიუტინა (რუსეთი) – 4 205, ...34. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი – 1 498.
57 კგ.
1. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა) – 6 630, 2. კრისტა დეგუჩი (კანადა) – 6 456, 3. ცუკასა იოშიდა (იაპონია) – 5 158, 4. მომო ტამაოკი (იაპონია) – 4 475, 5. ნორა გიაკოვა (კოსოვო) – 4 450, ...28. ეთერ ლიპარტელიანი – 1 820.
კომენტარები