Thumbnail

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Sky Sport-მა გასულ ტურის საუკეთესო თერთმეტეული მოთამაშეების ინდექსის მიხედვით შეარჩია.

ოთარის ინდექსის მაჩვენებელი 451 გამოდგა და ამ კუთხით ის სიმბოლურ გუნდში მხოლოდ 4 ფეხბურთელს ჩამორჩა. მასზე უკეთესი ინდექსი მხოლოდ პატრიკ პენტცს, პატსონ დაკასა და იაკობ იანტშერს აღმოაჩნდათ.

24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მე-12 ტურში ზანკტ პიოლტენთან საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, იაკობ იანტშერს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და გოლში დიდი წვლილი შეიტანა. შტურმს 24 ქულა აქვს და ლიდერ ზალცბურგს ერთადერთი ქულით ჩამორჩება. კიტეიშვილმა ბოლო 3 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო  მთლიანად სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი.

📺 კიტეიშვილის საგოლე პასი ზანკტ პიოლტენთან

კომენტარები

ბოლო ამბები