Thumbnail

ტაშკენტის ფახთაქორში შოთა არველაძის 3-წლიანი, უაღრესად წარმატებული მოღვაწეობა დასრულდა. ფეხბურთის ქართველმა სპეციალისტმა უზბეკურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა. ეს ინფორმაცია პოპსპორტს შოთას ტყუპისცალმა, არჩილ არველაძემ დაუდასტურა.

“ხელშეკრულება დასრულდა და ასე გადაწყდა, რომ ფახთაქორიდან ყველანი მოვდივართ. არსებობს სხვადასხვა შემოთავაზებები და როგორც შოთა გადაწყვეტს, ისე ავეწყობით. აზიური ქვეყნების კლუბები არიან დაინტერესებულები, შემოთავაზება არის თურქეთიდინაც. ვეცდებით, რომ კვლავ სამივე ერთად ვიყოთ, გააჩნია, არჩევანი რომელ გუნდზე შეჩერდება. ფახთაქორს კონტრაქტის გაგრძელება სურდა, თუმცა შოთამ გადაწყვიტა, რომ ხელშეკრულება აღარ უნდა გაეგრძელებინა. ჩემი აზრით, ტაშკენტში მან რესურსი უკვე ამოწურა. ფაქთაქორთან ერთად ყველაფერს მივაღწიეთ, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მისია აქ შესრულებულია,” - გვითხრა არჩილ არველაძემ.

შოთა არველაძემ ფახთაქორში ყველაფერი მოიგო

ფახთაქორის მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე 2017 წელს დაინიშნა. ამ პერიოდში გუნდმა მასთან ერთად 2019 და 2020 წლებში უზბეკეთის ჩემპიონატი, 2019 წელს ქვეყნის თასი, აგრეთვე ლიგის თასიც მოიგო. შოთა არველაძესთან ერთად გუნდში მის ასისტენტად გოჩა ტყებუჩავაც მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები