Thumbnail

'ჩემი ცხოვრება აქ სიზმარივითაა' - კიტეიშვილი ავსტრიაში კმაყოფილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გრაცის შტურმმა და ოთარ კიტეიშვილმა 2020 წელი იდეალურად დააასრულეს. ავსტრიულმა კლუბმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 5 თამაში მოიგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი, ტრავმის მოშუშების შემდეგ უკანასკნელ 3 შეხვედრაში 5 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (2 გოლი, 3 საგოლე პასი).

ზანკტ პოლტენთან შტურმმა 3:0 მოიგო, ხოლო ოთარმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა ანგარიშზე. 24 ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ გრაცში თავს იდეალურად გრძნობს.

"რა თქმა უნდა, ჩემი ოცნებაა ნამდვილად დიდ კლუბში თამაში, მაგრამ ჩემი ცხოვრება აქ, გრაცში, სიზმარივითაა. პატარა ბიჭი საქართველოდან ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ასეთი ცხოვრება არსდროს მქონია".

8 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი - კიტეიშვილს კარგი სეზონი აქვს

მიმდინარე სეზონში შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ზალცბურგს ჩამორჩენა, თუმცა, ერთადერთი ქულით. კიტეიშვილმა 8 თამაშში ჩაატარა და 3 გოლთან ერთად 3 საგოლე პასიც გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები