Thumbnail

კანელომ სმიტი დაამარცხა და გოლოვკინთან ტრილოგიის დასრულებაზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კანელომ კალუმ სმიტს ქულებით მოუგო
  • მექსიკელი მოკრივე ახალ ქამარს დაეუფლა

მექსიკელმა კრივის მსოფლიო ჩემპიონმა, კანელო ალვარესმა 12 რაუნდიან დაპირისპირებაში ბრიტანელი კალუმ სმიტი ვაკანტური WBC სუპერ-საშუალო წონის ქამრისთვის ბრძოლაში დაამარცხა.

კანელომ ბრძოლის 12-ივე რაუნდი სუფთად მოიგო და ახალ ქამარს დაეუფლა, რომელსაც წლების მანძილზე, თავის დროზე ლეგენდარული უელსელი მოკრივე - ჯო კალზაგი იცავდა.

კანელო სმიტთან გამარჯვების შემდეგ

ერთი დღით ადრე, რინგზე გენადი გოლოვკინი დაბრუნდა, რომელმაც მატჩი პოლონელ კამილ შერემეტას მოუგო. ყაზახმა ვეტერანმა, კარიერაში ერთადერთი მარცხი, 2018 წელს სწორედ კანელოს წინააღმდეგ განიცადა.

თუმცა მათი პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, კანელოსაც სწორედ პოტენციურ ტრილოგიაზე ჰკითხეს "მე მინდა, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფ მოკრივეებს შევხვდე, თუ ეს გენადი იქნება, კი ბატონო... მესამე ბრძოლასაც არ გამოვრიცხავ" - განაცხადა ალვარესმა ბრძოლის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები