- სან ფრანცისკო ლიდსის 12%-იან წილს ფლობს
- ამერიკელბი იორკშირულ კლუბში დიდ პოტენციალს ხედავენ
ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგის (NFL) გუნდს, სან ფრანცისკოს ლიდს იუნაიტედში დამატებით 15%-იანი წილის შეძენა სურს და ამისათვის 50 მილიონ ფუნტს გადაიხდის.
პირველი ინვესტიციის შემდეგ (2018 წელს - 12%), უნდათ, რომ კუთვნილი წილი დაახლოებით 25%-მდე გაიზარდოს, რაშიც კიდევ დამატებით თანხას გადაიხდიან. სან ფრანცისკოში სწამთ, რომ ლიდსს პრემიერლიგაში დიდი პოტენციალი აქვს.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლიდსის მფლობელს - ანდრეა რადრიზანის (88%) და 49ers Enterprises-ის სპორტული განყოფილების პრეზიდენტ - პარააგ მარატს შორის.
რადრიზანი ამბობს, რომ თუ კლუბი წელს პრემიერლიგიდან არ გავარდა, მომავალ წელს ლიდსის ფასი 300 მილიონ ფუნტს მიაღწევს, რასაც ახალი სატელევიზიო კონტრაქტით მიღებული თანხაც დაემატება.
კომენტარები