Thumbnail

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა გრაცში 3:0 დაამარცხა ზანკტ პოლტენი. ამ შეხვედრაში მასპინძელთა პირველი გოლი 29-ე წუთზე იაკობ იანჩერმა ქართველი ნახევარმცველის პასით გაიტანა. ოთარმა შეუცვლელად ითამაშა, შტურმი კი 24 ქულით მე-2 ადგილზეა. ავსტრიის ბუნდესლიგაში 17 იანვრამდე შესვენებაა, 17-ში ქართული დუელი გველის, კიტეიშვილის გუნდი ლოჩოშვილისა და გიორბელიძის ვოლფსბერგერს ესტუმრება.

24 წლის ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსისა და ტრავმის გამო საკმაოდ გაუცდა ამ სეზონში, ბუნდესლიგაში სულ 8 მატჩი ითამაშა, თუმცა შესანიშნავად გაისარჯა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები