Thumbnail

ევრო 2024-ის I საკვალიფიკაციო ტურნირი საქართველოში გაიმართება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ხელბურთში ევრო 2024-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი იანვრის ნაცვლად მარტში გაიმართება
  • 4-გუნდიან ტურნირს საქართველო უმასპინძლებს, პლეი ოფში 2 გადის

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის I შესარჩევ ეტაპს 2021 წლის 12-14 მარტს საქართველო უმასპინძლებს. ამ ტურნირზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებთან ერთად დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი და კვიპროსი მიიღებენ მონაწილეობას.

შესარჩევი ტურნირის წილისყრა დანიაში გაიმართა, I რაუნდში ეს ოთხი გუნდია, რომელთაგანაც ორი II-ში გააგრძელებს მონაწილეობას. მე-2 რაუნდი პლეი ოფის სტილში ჩატარდება. ორ გამარჯვებულს ლუქსემბურგის ნაკრები და IHF-ს ერთა თასის გამარჯვებული დაემატება. პლეი ოფის გამარჯვებულები მთავარ შესარჩევ ეტაპზე გავლენ, სადაც 32 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 20 საგზურს გაითამაშებს, შესარჩევი ტურნირი კი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ფაქტობრივად, ის ორი შესარჩევი რაუნდი წინასაკვალიფიკაციო ეტაპებია.

შეგახსენებთ, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იანვარში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, მარტისთვის გადაიდო. 

12 მარტი: ბულგარეთი-ბრიტანეთი, საქართველო-კვიპროსი

13 მარტი: კვიპროსი-ბულგარეთი, საქართველო-ბრიტანეთი

14 მარტი: ბრიტანეთი-კვიპროსი, სქართველო-ბულგარეთი

კომენტარები

ბოლო ამბები