Thumbnail
  • ჯორჯია ტექ 74:64 ფლორიდა რატლერსი
  • საბა გიგიბერიას პირველი ქულები კოლეჯთა ლიგაში

NCAA-ში საბა გიგიბერიას ჯორჯიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ფლორიდა რატლერსს უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 74:64. ჯორჯიელებს სეზონში 3-3 მოგება და წაგება აქვთ. 216 სმ. სიმაღლის გიგიბერიამ სეზონში მესამედ ითამაშა. ამჯერად, მან 6 წუთი დაჰყო მოედანზე და გუნდს 2 ქულითა და 4 მოხსნით დაეხმარა.

ეს იყო საბას პირველი ქულები კოლეჯთა ლიგაში, 4 მოხსნაც მისი კარიერის მიღწევაა ჯერჯერობით NCAA-ში. საოცარია, მაგრამ საბამ 6 წუთში 4 ფოლის მიღება მოასწრო. 19 წლის კალათბურთელ კოლეჯთა ლიგაში ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს, სტარტი მას არცთუ შთამბეჭდავი გამოუვიდა. 21 დეკემბერს ჯორჯიელები დელავერს შეხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები