Thumbnail
  • ტიტები 65:75 კაქტუსი
  • კაქტუსმა სეზონში მე-3 მატჩი მოიგო, ტიტებმა მე-4 მატჩი წააგეს

სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში ტიტებმა კაქტუსის წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი 10 ქულით დათმო. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა 65:75 წააგო. კაქტუსმა სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა. არჩილ ჟღენტის გუნდმა პირველი ტაიმი 4 ქულით წააგო, თუმცა მესამე პერიოდში გათანაბრება მოახერხა და ბოლო მეოთხედი საერთოდ 10 ქულით მოიგო.

ჟღენტის გუნდმა მესამე მატჩი მოიგო

მატჩის MVP სამაი ჰეინს-ჯონსი გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. მან 12-დან 8 ორქულიანი, 9-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტიტების მხრიდან საუკეთესო ტაილან ბირტსი იყო, რომელმაც 13 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.

კაქტუსი მომდევნო შეხვედრაში ქუთაისს დაუპირისპირდება, ხოლო ტიტების მეტოქე ბათუმი იქნება. სუპერლიგას ამ დროისთვის თსუ ლიდერობს, რომელსაც 5 მოგება და 3 მარცხი აქვს. კორონავირუსის პანდემიის გამო, გუნდებს ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში ორი წაუგებელი გუნდია - რუსთავსა და ქუთაისს ყველა მოგება აქვთ. რუსთავმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, ხოლო ქუთაისმა 6 მატჩი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები