Thumbnail
  • მოურინიოს მოდრიჩის გადაბირება სურს და მას უკვე დაუკავშირდა
  • ზინედინ ზიდანს ხორვატი ნახევარმცველის შენარჩუნება სურს

გასულ ზაფხულს გარეთ ბეილი ყოფილ გუნდში, ლონდონის ტოტენჰემში დაბრუნდა. მასთან ერთად ინგლისური გუნდის რიგებს კიდევ ერთმა მადრიდის რეალის მოთამაშემ, სერხიო რეგილონმა მიაშურა.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დეზებს" მადრიდული გუნდის კიდევ ერთი მოთამაშის დამატება სურთ. ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიო ლუკა მოდრიჩის გადაბირებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი ხორვატ ფეხურთელს უკვე დაუკავშირდა და ცდილობს, იგი ლონდონურ კლუბში დააბრუნოს. შეგახსენებთ, რომ ლუკა რეალში 2012 წელს, სწორედ ტოტენჰემიდან გადავიდა.

35 წლის ფეხბურთელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდის დატოვება სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. გარდა ამისა, ხორვატს აქვს უფლება, რომ პირველი იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და სურვილის შემთხვევაში, წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს.

თავად მადრიდული კლუბის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ლუკა მოდრიჩის გუნდში დარჩენა სურს. ფრანგი სპეციალისტი მომხრეა, რომ ესპანურმა კლუბმა ნახევარმცველს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა.

ლუკა მოდრიჩმა ტოტენჰემის დატოვებისა და მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ ორჯერ ლა ლიგის და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ხორვატი 2018 წელს წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და "ოქროს ბურთი" გადასცეს.     

კომენტარები

ბოლო ამბები