Thumbnail

'ლოკომოტივზე ინფორმაციას გრანადას აწვდიდა' - ესპანური მედია ჩისკოზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანური გამოცემა entrenadoresfutbol.es ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დინამო თბილისის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა გრანადას სამწვრთნელო შტაბს თბილისის ლოკომოტივის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც იცით, ლა ლიგის კლუბი ლოკოს ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდა. წყაროს ინფორმაციით, გრანადასთვის უცნობი გუნდის შესახებ ინფორმაციის მოძიება გაძნელდა და ამიტომაც, დახმარებისთვის ჩისკოს სთხოვეს.

ლოკო გრანადასთან 0:2 დამარცხდა

მას გრანადას მთავარი მწვრთნელი დიეგო მარტინესი დაუკავშირდა და ჩისკომაც თანამემამულე კოლეგას საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს, გრანადამ თბილისის ლოკომოტივი 2:0 დაამარცხა. ჩისკომ კი დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტი დღეს თავისი სურვილით დატოვა.

📺 გრანადა 2:0 ლოკომოტივი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები