Thumbnail

ბელგიის პროქსიმუს ლიგის ბომბარდირი (16 გოლი), 20 წლის ჟორჟ მიქაუტაძე ბელგიის საფეხბურთო კავშირმა მოლენბეეკთან მატჩში მიღებული წითელი ბარათისთვის მკაცრად დასაჯა - მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რომელშიც მოლენბეეკთან თამაშიც შედის (რეალურად 3-მატჩიანია) და მოთამაშე უხეშობისთვის 1 750 ევროთი დასაჯა. სერენს ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება ჰქონდა და კლუბმა ეს უფლება გამოიყენა.

ბელგიის საფეხბურთო კავშირმა მიიღო სერენის საჩივარი, რომელსაც 18 დეკემბერს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ მოლენბეეკთან წაგებულ მატჩში ქართველი ფორვარდი მეტოქეს ორთაბრძოლისას ზემოდან დაახტა. კლუბში მიაჩნიათ, რომ ჟორჟს განზრახ არ უუხეშია და გაძევებაც მეტისმეტი სასჯელი იყო. 

თუ არაფერი შეიცვალა, მიქაუტაძე წლის ბოლო შეხვედრას დეინზესთან (18 დეკემბერს) გამოტოვებს, ის ვერ დაეხმარება კლუბს 2021 წლის პირველ ორ მატჩშიც - ვესტერლოსთან და ბრიუგესთან (U23).

📺 მიქაუტაძე მოლენბეეკთან მატჩში

20 წლის ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაა და ბელგიაში იჯარით თამაშობს, 16 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია, თუმცა სენტ ჟილუას ფორვარდ დანტე ვანზეირს მისი დაწევის შესანიშნავი შანსი მიეცა - 22 წლის ვანზეირს 12 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები