Thumbnail

'ადგილობრივებს უნდა სჯობდეს' - შოთა ფახთაქორში ქართველის მიყვანას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შოთა არველაძემ ტაშკენტის ფახთაქორი უზბეკეთის თასის ფინალში გაიყვანა
  • 47 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდში თანამემამულის მიწვევაზე ფიქრობს

შოთა არველაძე თავის გაწვრთნილ ტაშკენტის ფახთაქორში ქართველი ლეგიონერის მიყვანას არ გამორიცხავს. 47 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ უზბეკეთის თასის გათამაშების ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.

ფახთაქორმა, რომელმაც არველაძის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ უკვე მოიგო, ახლა თასს უმიზნებს. ტაშკენტის გუნდმა თასის ½-ფინალურ შეხვედრაში სტუმრად კოკანდ 1912-ს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და სეზონის მეორე ტიტულისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ელგუჯა გრიგალაშვილისა და მათე ვაწაძის AGMK-ისა და ნასაფის წყვილში მოგებულს შეხვდება.

უზბეკურ გუნდის გასახდელში მაისურა შესაძლოა ქართული გვარითაც გამოჩნდეს

კოკანდ 1912-თან მოგებული შეხვედრის შემდეგ შოთა არველაძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა: 

"მოედნის მდგომარეობამ საკუთარი თამაშის ჩვენებაში ხელი შეგვიშალა, მაგრამ მადლობელი ვარ ჩემი ბიჭებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ. ვულოცავ მათ ამ  გამარჯვებას, დამსახურებულად მოვიგეთ.

სათასო შეხვედრების პროგნოზირება რთულია. მაგალითად, საქართველოს თასის ფინალში ქვედა ლიგის გუნდები გავიდნენ.

შესაძლოა ფეხბურთელები საქართველოდან ჩამოვიყვანოთ. ამას კარგად დაფიქრება სჭირდება. ტალანტის მოძიება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ როდესაც საკუთარი ქვეყნიდან მოგყავთ მოთამაშე, ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. ის, ვინც ჩამოგყავთ, ადგილობრივ ფეხბურთელებს ბევრად უნდა სჯობდეს". 

ქართული ლეგიონი ტაშკენტის ფახთაქორში წარმატებით მუშაობს

შოთა არველაძემ ტაშკენტის ფახთაქორი 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა. კლუბში მასთან ერთად არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც დასაქმდნენ. შოთას ხელმძღვანელობით გუნდმა შარშან უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოიგო, წელს კი ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, დუბლის შესრულებასთან ახლოსაა.

კომენტარები

ბოლო ამბები