Thumbnail
  • GloucestershireLive: გიორგი კვესელაძე გლოსტერთან 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს
  • ვინ დააკავშირა ინგლისურ კლუბს ქართველი მორაგბე

GloucestershireLive-ის ინფორმაციით, გლოსტერი სულ მალე გააფორმებს ხელშეკრულებას ქართველ მორაგბე გიორგი კვესელაძესთან, რომელმაც თავი "შემოდგომის ერთა თასზე" გამოიჩინა და ირლანდიური რაგბის ლეგენდის, ბრაიან ო'დრისკოლის მოწონებაც დაიმსახურა.

გამოცემის მტკიცებით, ინგლისური პრემიერშიპის გუნდის თავკაცი ჯორჯ სკივინგტონი მალე მიაღწევს მიზანს და კვესელაძე გლოსტერის მორაგბე გახდება. შეგახსენებთ, რომ კვესელაძის ლელო ირლანდიასთან მატჩში ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. შესაძლოა, ის წლის საუკეთესო ლელოობის კანდიდატიც გახდეს. "მას ბრაიან ო'დრისკოლმა დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა", - წერს გამოცემა. 

საქართველოს ნაკრებსა და გლოსტერს ტურნირზე ლევან მაისაშვილის ერთ-ერთი კონსულტანტი დევიდ ჰემფრიზი აკავშირებს. ის მანამდე სწორედ გლოსტერში მუშაობდა. ინგლისური წყაროს ცნობით, კვესელაძემ გლოსტერთან 2-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმა.

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

გიორგიმ შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის ნაკრებთან ბრწყინვალე ლელო დადო, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ირლანდიასთან ლელომდე, კვესელაძემ უელსთან 0:18 წაგებულ მატჩში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სასიხარულოა, რომ მისი ლელო მესამე ტურის და მთლიანად ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა. გარდა ამისა, კვესელაძემ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლო ამბები