Thumbnail

პლეი აუტი | ქუთაისის ტორპედომ გაგრას პირველი მატჩი დამაჯერებლად მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გაგრა 0:2 ტორპედო | გოლები: 0:1 ივანიშვილი (24), 0:2 ნადარაია (81)
  • ტორპედომ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს ჩემპიონატის პლეი აუტის პირველ თამაშში ქუთაისის ტორპედომ სტუმრად დავითბ ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გაგრა 2:0 დაამარცხა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

იმერული გუნდი უმაღლესი დივიზიონიდან სპორტული პრინციპით არასდროს გავარდნილა და ამდენად, ტორპედოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამბავია. თავის მხრივ, გაგრას იდეალური შანსი მიეცა უმაღლეს საფეხურზე დაბრუნების და მითუმეტეს საქართველოს თასის მოგების შემდეგ, გაგა კირკიტაძის გუნდს განწყობის კიდევ უფრო ამაღლებაც შეუძლია.

თუმცა, პირველი მატჩის შემდეგ გაგრას უმაღლესში დაბრუნდება გაუჭირდება, რადგან საკუთარ მოედანზე წააგო და საპასუხო შეხვედრის წინ აშკარად აუტსაიდერის პოზიციაშია. ტორპედომ მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. ანგარიში 24-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ზუსტად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მატჩის მიწურულს მიხეილ აშვეთიას გუნდმა უპირატესობა გაიორმაგა. ბექა ტუღუშის პასით ცოტნე ნადარაიამ ერთი შეხებით დაარტყა და მასპინძელთა კარში მეორე გოლი გავიდა.

საპასუხო მატჩი 18 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება.

გაგრა 0:2 ტორპედო

გოლები: 0:1 ივანიშვილი (24), 0:2 ნადარაია (81)

გაგრა (4-2-3-1): კერესელიძე - ხოსიტაშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ქობულაძე- ვეკუა, კაკიაშვილი (57. სულთანიშვილი) - ლაღაძე, ხაბელაშვილი (77. ერგემლიძე), ივანიაძე (70. მანაგაძე) - მაქაცარია

ტორპედო (4-1-4-1): შოვნაძე - ტაბატაძე (77. გრიგალაშვილი), ადამაძე, მირცხულავა, ნადარაია - ჯანელიძე - ივანიშვილი (68. იონანიძე), ფურცხვანიძე (46. გოგუაძე), ტუღუში, ციცქიშვილი - ფანცულაია

კომენტარები

ბოლო ამბები