Thumbnail

ბელგიის საფეხბურთო კავშირმა ძალიან მკაცრად დასაჯა 20 წლის ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც მოლენბეეკთან მატჩის 89-ე წუთზე გააძევეს. სერენის ფორვარდმა ვერ შეძლო მეტოქესთან შეჯახების არიდება და მას ზემოდან დაახტა. მსაჯმა მაშინვე გააძევა მიქაუტაძე, სერენი კი 0:1 დამარცხდა და 25 ქულით მე-2 ადგილზეა. 

ამ გაძევებისთვის ჟორჟი 3 მატჩით და 1 750 ევროთი დაისაჯა, თავიდან მისი დასჯა 4 მატჩით სურდათ. თუ კლუბი ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, მიქაუტაძე წლის ბოლო შეხვედრას დეინზესთან გამოტოვებს, ის ვერ დაეხმარება კლუბს 2021 წლის პირველ ორ მატჩშიც - ვესტერლოსთან და ბრიუგესთან (U23). დიდი ალბათობით, სერენი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ მიქაუტაძისთვის წითელი ბარათიც მეტისმეტი სასჯელი იყო, რადგან ქართველ ფორვარდს უხეშად განზრახ არ უთამაშია. 

Update: კლუბი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აუცილებლად გააპროტესტებს. სერენს ამისთვის ვადა 15 დეკემბრის ჩათვლით აქვს. 

📺 მიქაუტაძე მოლენბეეკთან მატჩში

20 წლის ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაა და ბელგიაში იჯარით თამაშობს, 16 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია, თუმცა სენტ ჟილუას ფორვარდ დანტე ვანზეირს მისი დაწევის შესანიშნავი შანსი მიეცა - 22 წლის ვანზეირს 12 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები