Thumbnail

მესი პელეს რეკორდს მიუახლოვდა - ცოტაც და ლეო ისტორიას დაწერს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ბარსელონამ ლევანტე უაღრესად მძიმე მატჩში ლეო მესის გოლით დაამარცხა. კატალონელები მთელი თამაში წვალობდნენ, სანამ მესიმ მატჩის მიწურულს დე იონგის პასი არ გამოიყენა.

ამ გოლს სამი ქულის გარდა სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს მესის 642-ე გოლი იყო ბარსელონას მაისურით. 'ელ მუნდო დეპორტივოს' ცნობით, მესი ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ახლა მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ლეგენდარულ პელეს, რომლის ანგარიშზეც სანტოსში გატანილი 643 გოლია.


პელეს მიერ გატანილი გოლების რაოდენობა დიდი ხანია, დისკუსიის საგანია. პელეს გოლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამხანაგურ და არაოფიციალურ შეხვედრებში აქვს გატანილი, რაც ბევრ წყაროს ოფიციალურ სტატისტიკაში არ შეაქვს. პელეს მაჩვენებელს მესი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გადაასწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები