Thumbnail
  • ლონდონის არსენალის კრიზისი ღრმავდება
  • პატრის ევრა ლონდონელებს უდისციპლინობაში ადანაშაულებს
  • ტიერი ანრის გრანიტ ჯაკა არ უყვარს

არსენალის კრიზისი ღრმავდება. ლონდონელებმა ბოლო ტურში შინ აუტსაიდერ ბარნლისთან ობამეიანგის ავტოგოლით წააგეს და ცხრილის მეორე ნახევარში მყარი პოზიცია აქვთ. პატრის ევრამ, რომელიც "სკაის" სტუდიაში ექსპერტად იყო მიწვეული, არსენალი დაუნდობლად გააკრიტიკა. 

ევრამ საინტერესო ამბავი მოყვა. მან გაიხსენა, თუ როგორ ესტუმრა საფრანგეთის ნაკრებში მის თანაგუნდელს და არსენალის ლეგენდა ტიერი ანრის.

ევრა: "ანრიმ თავისთან დამპატიჟა არსენალის თამაშის საყურებლად. ტელევიზორი ჩართო და პირველი, რაც დავინახეთ, გრანიტ ჯაკა იყო, რომელსაც კაპიტნის რანგში გუნდი გამოყავდა მოედანზე. მან ტელევიზორი მაშინვე გამორთო. ვკითხე: "რა მოხდა?" მიპასუხა: "არ შემიძლია ვუყურო, თუ როგორ არის  ჯაკა ჩემი გუნდის კაპიტანი". თამაში აღარ გვინახავს".

გრანიტ ჯაკამ ბარნლისთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო 

ჯაკამ ბარნლისთან თამაშის დროს წითელი ბარათი არასათამაშო სიტუაციაში მიიღო. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა - ნიკოლა პეპე ანალოგიური მიზეზით ლიდსთან გააგდეს. ევრას აზრით, ეს გუნდში სათამაშო დისციპლინის არაარსებობაზე მიუთითებს. ევრას კრიტიკის ადრესატი ჯაკა სწორედ ამ მიზეზით გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები