Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა
  • ბექა ბურჯანაძეს ასე შედეგიანად სექტემბრის მერე არ უთამაშია

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ფუენლაბრადას 87:71 სძლია, 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ბურჯანაძემ მოედანზე 23:34 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძეს ლიგა ენდესაში ასეთი შედეგიანი თამაში 27 სექტემბრის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ გრან კანარიამ სარაგოსასთან სტუმრად 71:88 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი 11 ქულა მიითვალა.

კანარულმა კლუბმა 13 მატჩში მხოლოდ მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. გრან კანარია მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს სტუმრად გიპუზკოა ბასკეტთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები